Tuesday, February 14, 2012
Monday, February 13, 2012
ჰანა მონტანა
ბავშვებო გავიგე რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ჰანა მონტანა. ამიტომ კვირაში ერთხელ ორშაბათობით დაიდება ხოლმე ჰანა მონტანას 1 სერია. მე დღესაც დავდებ ჰანა მონტანას 1 სერიას! :) მადლობთ რომ მეილზე მშობლების დახმარებით მწერთ თუ რა გინდათ! მე ყველა ბავშვის იდეას ვითვალისწინებ და გპირდებით მალე ძალიან ბევრ საინტერესო კონკურსს შემოგთავაზებთ! :)))))
ეს იმათთვის ვისაც ბარბი გიყვართ!!! :)
ბარბის თოჯინის გამოშვება პირველად სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ Mattel, Inc- მა დაიწყო. პირველი ბარბი ბაზარზე 1959 წლის მარტში გამოჩნდა. ამერიკელმა ქალბატონმა Ruth Handler-მა პირველი ბარბი გერმანული თოჯინის Bild Lilli-ის მიხედვით შექმნა, რომელმაც შეამჩნია, რომ თავისი ქალიშვილი ბარბარა ქაღალდის თოჯინებს ხშირად მოზრდილი ქალის როლებს არგებდა (იმ დროს სათამაშოებს ბავშვის ფორმა და სახე ჰქონდათ).
ბარბის სრული სახელი არის Barbie Millicent Roberts. ის წარმოშობით ვისკონსინის შტატის ქალაქ ვილოუსიდან არის. :yes: სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა მანჰეტენის საერთაშორისო უმაღლეს სკოლაში გააგრძელა. ბარბიმ ბევრ მულტფილმში მიიღო მონაწილეობა ( Barbie and the Rockers: Out of this World, Barbie Diaries, The Three Musketeers და სხვა) მან ასევე მცირე როლი ითამაშა Toy Story 2-ში, 1999 წელს. ამ მულტფილმის III ნაწილში კი მისი მეგობარი ბიჭი Ken მონაწილეობს.
ბარბის ყავს მეგობარი ბიჭი Ken Carson, რომელიც პირველად 1961 წელს გამოჩნდა. მას უამრავი მეგობარი ჰყავს: ესპანელი Teresa, Midge, აფრო-ამერიკელი Christie და Steven ( Christie-ს შეყვარებული). ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ბარბი ხანდახან Ken-ს ავსტრალიერ სერფინგისტ Blaine-თან ღალატობს. :lol2:
ბარბი უამრავს როლს ირგებს:Harley-Davidson -ის სახე
<ბალერინა
ბარბი ჰელოუინზე
იტალიელი ბარბი
როკის მოყვარული ბარბი
მარტოხელა დედა, რომელსაც 7 შვილი ყავს და ოფიციანტად მუშაობს
ინვალიდი ბარბი
ათენა
Amy Winehouse
Twilight
Mad Hatter “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”
Aishwarya Rai
Kate Winslet ტიტანიკიდან
Mary Poppins
შერი
ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის Birds პერსონაჟი
Marilyn Monroe
Barbra Streisand
Heidi Klum
Sunday, February 12, 2012
Saturday, February 11, 2012
Friday, February 10, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)